კლასი III გ
მასწავლებელი თეა ფანჩულიძე
დრო 1 საგაკვეთილო საათი
თემა ნონა მიქელაძე - ,,ვაშლატამა"
გაკვეთილის მიზანი
1. გაწაფულ/გამართულ კითხვაზე მუშაობა.
2. წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება.
3. გაიმდიდრონ ზოგადი ლექსიკური მარაგი.
4. მიღებული ცოდნა და ინფორმაცია გამოიყენონ ზეპირ თუ წერით აქტივობებში.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქ.მ.III.1.
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: სათანადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე, ასრულებს ინსტრუქციებს.
ქ.მ.III.8.
მოსწავლეს შეუძლია მიკროტექსტის წაკითხვა და გაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას მარტივი საკითხავი ამოცანის გადასაჭრელად.
ქ.მ.III.11.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კითხვის სტრატეგიები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ფურცელზე განარჩევს სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს;
გამოყოფს ტექსტის , აბზაცის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს.
ქ.მ.III.13.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მეტყველებისთვის აუცილებელი უნარ- ჩვევები შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: სწორად და გარკვევით წარმოთქვამს ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს. ქ.მ.III.18.
მოსწავლეს შეუძლია სურათის აღწერა. შედეგი თვასაჩინოა, თუ მოსწავლე: ასახელებს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს; ასახელებს მათ რაოდენობას; ასახელებს მათ ნიშან- თვისებებს; ასახელებს მათ ადგილ - მდებარეობას;ასახელებს მოქმედებებს.
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
მთელი კლასი ,ნდივიდუალური ,ჯგუფები
დაჯგუფების კრიტერიუმები:
ცოდნის ათვისების ხარისხისა და უნარების მიხედვით.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები / სტრატეგიები / აქტივობები
1. წინარე ცოდნის გააქტიურება, ვარაუდების გამოთქმა
2. რთულ სიტყვებზე მუშაობა
3. საჩვენებელი კითხვა, აბზაცებად კითხვა, განმეორებითი კითხვა.
4. 3-2-1
2. რთულ სიტყვებზე მუშაობა
3. საჩვენებელი კითხვა, აბზაცებად კითხვა, განმეორებითი კითხვა.
4. 3-2-1
სასწავლო მასალა
G-priEd-ის საკითხავი წიგნები, აქტივობის ბარათები, ფურცლები, კალმები, ფერადი მარკერები, ფორმატი, წებოვანი ფურცლები, ფანქრები, რვეულები, ტექსტები,
(წაკითხვამდე - კითხვის დროს - წაკითხვის შემდეგ)
Iფაზა მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შეხედონ თვალსაჩინოებას და აღნიშნონ , რა იციან ამ ხილის შესახებ, შემდეგ სთხოვს გამოთქვან ვარაუდები, თუ რა კავშირში შეიძლება იყოს აღნიშნული თვალსაჩინოება ახალ ტექსტთან, მოსწავლეები იხსენებენ რაც იციან ვაშლატამას შესახებ და ცდილობენ გამოიცნონ, რა არის ტექსტში მოთხრობილი, აყალიბებენ მოლოდინებს, შემდეს მასწავლებელი უხსნის იმ უცხო სიტყვებს, რომლებიც ტექსტში შეიძლება შეხვდეთ და ხმამაღლა უკითხავს ტექსტს.
II ფაზა
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტებს და მისი მითითებით მოსწავლეები კითხულობენ აბზაცებად.ტექსტის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად და ასრულებენ დავალებას( თითოეულ ჯგუფს აქვს ისეთი დავალება, რომელიც მათ შესაძლებლობებზეა გათვლილი).მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, თითოეულთან მიდის და აკვირდება .დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.

III
ფაზა
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, სვამს შეკითხვებს და ამოწმებს, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტი.შემდეგ მოსწავლეები წერენ 3 რამეს, რაც ახალი გაიგეს, 2-ს, რამაც დააინტერესათ და 1- შეკითხვას.
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას - დახატონ ვაშლატამას ხე.

შეფასება
განმავითარებელი შეფასების სქემა.
ნამუშევრებისა და პრეზენტაციების მიხედვით , დაკვირვებით.
განმავითარებელი შეფასების სქემა.
ნამუშევრებისა და პრეზენტაციების მიხედვით , დაკვირვებით.
No comments:
Post a Comment